четверг, 7 мая 2009 г.

    სოფელ ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგებმა თეა ტურაშვილმა და თინათინ ტერუნაშვილმა გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ პროექტში ,,ხაჭაპური”. პროექტი გავაცანით მოსწავლეებს და ერთობლივად შევუდექით მუშაობას. 
    მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო . ამ პროექტის მეშვეობით გავეცანით საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიას. შევაგროვეთ უამრავი რეცეპტი. განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონათ ცხობის პროცესი. მათ გაითვალისწინეს ჩვენი რჩევა-დარიგება და გაიღრმავეს ცოდნა ქართული კულინარიის, კერძოდ ხაჭაპურის შესახებ.
    


გიწვევთ ხაჭაპურის სამყაროში 

    ერთ-ერთ უმწეო ოჯახში ავად გახდა პატარა ლუკა. სიცხემ აუწია, მადა დაეკარგა და ტანზე გამონაყარი გაუჩნდა. დედა მიხვდა, რომ ლუკას ბატონები ეწვია და ფიქრობდა რა გაეკეთებინა ბავშვისათვის, რომ მადა აღძროდა. იგი ბევრს ვერაფერს გაუკეთებდა პატარას, რადგან მათი მარჩენალი მხოლოდ ერთი ძროხა იყო და ფქვილისა და რძის ნაწარმის მეტი არაფერი გააჩნდათ. დადარდიანებული დედა პურს აცხობდა და ლუკაზე ფიქრი არ შორდებოდა. მან პურის გუნდაში ჩადო ხაჭო, თავი მოუკრა, გააპრტყელა და კეცზე დადო. ოთახში მადისაღმძვრელი სუნი დატრიალდა. დედამ კეციდან იაღო 

ღვეზელი, ახლად შედღვებილი კარაქი მოუსვა და როგორც კი დაჭრა დააპირა, ლუკამ აღარ აცალა და ცხელ-ცხელი პირისაკენ გაიქანა. თან აღტაცებული იძახდა: დედა ეს რა გემრიელი ხაჭოს პური გამოგიცხვიაო. შემდეგ მეგობრებიც მიიპატიჟა და გემრიელი ხაჭოსპურით გაუმასპინძლდა მათაც და თავის ბატონებსაც. მას შემდეგ არ გაშლილა ქართული სუფრა, რომ არ დაემშვენებინოს უგემრიელეს ხაჭაპურს. სწორედ აქედან დაედო დასაბამი ხაჭაპურის წარმოშობის ისტორიას.
    ხაჭაპური ქართული საფირმო კერძია. იგი ღვეზელია, რომელსაც გულად აქვს ხაჭო ან ყველი. მას საქართველოს ყველა კუთხეში აცხობენ თავისი დამახასიათებელი შესაბამისი რეცეპტით.
    საქართველოში გავრცელებულია: აჭარული, ფშავ-ხევსურული, მესხურ-ჯავახური, რაჭული, ოსური (ხაბიზგინა), მეგრული, იმერული, ქართლული. ჩვეულებისამებრ ხაჭაპური მიირთმევა ხელით.


გთავაზობთ ხაჭაპურის მათემატიკურ ანალიზს:

    ხაჭაპურს აქვს გეომეტრიული ფიგურის წრის ფორმა. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია მათემატიკურად გამოვითვალოთ მისი სიგრძე შემდეგი ფორმულით C=2ПR, სადაც П=3,14. 15 სმ რადიუსის მქონე ხაჭაპურის სიგრძე იქნება 94 სმ. შეგვიძლია ასევე გამოვითვალოთ ჩვენს მიერ გამოცხობილი ხაჭაპურის ფართობიც წრის ფართობის ფორმულით S=2ПR2 ხაჭაპურის ფართობი 707 სმ2 -ის ტოლი იქნება. 
   
ხაჭაპურის სუფრაზე მისატანად იჭრება უმეტესად 4 ნაჭრად. თითოეული ნაჭერი შეიძლება შევადაროთ წრიულ სექტორს და გამოვთვალოთ მისი ფართობი ფორმულით S=ПR2/360 xα თუ α=90, მაშინ ერთი ნაჭრის ფართობი 177სმ2 -ის ტოლი იქნება.


გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის რეცეპტებს.

    ქართლული- საფუარიანი ცომის გუნდა გავაბრტყელოთ მოვაყაროთ დაფხვნილი ახალი ყველი, მოვუკრათ თავი და დავდოთ ტაფაზე. გამოვაცხოთ ორივე მხარეს და წავუსვათ ერბო ან კარაქი. რაც თხელი იქნება ხაჭაპური მით უკეთესია. 
იმერული-მოვზილოთ ცომი მაწვნით და კვერცხით. დავდოთ ერთი საათი ასაფუებლად. გავაკეთოთ გუნდები, ჩავდოთ ყველი, მოვკრათ პირი და შევდგათ აირღუმელში ან კეცზე გამოსაცხობად.

რაჭული- ეს ოთხკუთხედი ფორმის ხაჭაპურია. ჩვეულებრივ საფუვრიან ცომი გავაბრტყელებთ ოთხკუთხედათ, შუაში მოვაყარით კვერცხში არეულ ყველს. გადავკეცავთ ოთხივე კუთხეს კონვერტისებულად. ზემოდან წავუსვამთ კვერცხის გულს და შევდგამთ აირღუმელში გამოსაცხობად.

ოსური (ხაბიზგინა)- საფუვრიანი ცომი ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, დავაყაროთ
 დაფშვნილი ყველი და გამოვაცხოთ ერბოში ტაფაზე.
ფშავ ხევსურული-ჭყინტი ყველი დავფშვნათ, შევაზილოთ 300 გრ კარაქი და ჩავყაროთ ქოთანში, რომელიც დადგმულია ცეცხლის პირას. შიგ ჩავყაროთ ფქვილი და ვზილოთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. ერთი საათის დუღილის შემდეგ ჯამებით ჩამოვარიგოთ. ამგვარად მომზადებულ ცხელ ხაჭაპურს უხდება ცივი რძე.

ჭვიშტარი(სიმინდის ფქვილის ხაჭაპური)-წმინდათ გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში, აურიოთ ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოთ და ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ფენა გავაბრტყელოთ, დავდოთ გახურებულ კეცზე, მოვაყაროთ ყველი, დავაფინოთ ცომის მეორე ნახევარი, დავადოთ კეცი და მოვაყაროთ ნაკვერჩხლები.

მესხურ-ჯავახური მოვზილოთ ცომი საფუარის გარეშე. გავაბრტყელოთ, მოვასხათ ერბო და დავკეცოთ კონვერტისებურად, მოვაყაროთ კვერცხში არეული ყველი, ისევ დავკეცოთ მართკუთხა ფორმით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.